"საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში" ბარბაქაძეების ოჯახს მეცხრე შვილი შეეძინა.
პატარა 2 კგ 650 გრამი და 47 სანტიმეტრი დაიბადა. ექიმების განცხადებით, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. ოჯახში 7 გოგონა და 2 ვაჟია. ახალშობილი კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ვატო სურგულაძემ პირადად მოინახულა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა