ფინანსთა მინისტრი პოზიციას იცვლის – ნოდარ ხადურმა აღიარა, რომ წელს 6%–იანი ზრდა ვერ იქნება

ფინანსთა მინისტრი პოზიციას იცვლის – ნოდარ ხადურმა აღიარა, რომ წელს 6%–იანი ზრდა ვერ იქნება

ეკონომიკის მინისტრის შემდეგ ფინანსთა მინისტრიც აღიარებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 6% ვერ იქნება.

შეგახსენებთ: ნოდარ ხადური ჯერ კიდევ გასულ თვეში აცხადებდა, რომ მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვის აუცილებლობა არ არსებობს. დღეს კი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ ინვესტიციებზე არაა დამოკიდებული – ეს დამოკიდებულია პოტენციურ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე.

მისივე განმარტებით, ყოველდღე ხვდება პოტენციურ ინვესტორებს, თუმცა ინვესტიციების შედეგი ერთ დღეში ვერ იქნება. მინისტრი ირწმუნება, რომ ეკონომიკური ზრდის შემცირების მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტით ყველა დაპირებული ხარჯი გაიწევა და ხარჯების შეკვეცა საჭირო არ გახდება. თუმცა, არ აკონკრეტებს რის ხარჯზე შეივსება ბიუჯეტი.

შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის წევრებს შორის პირველმა აღიარა, რომ წელს პროგნოზირებული 6%–იანი ეკონომიკური ზრდა არარეალისტურია და შესაძლებელია ქვეყანამ 4,5%–იან ზრდას მიაღწიოს.