აშშ-ის ელჩის მრჩეველი:  ამერიკისთვის რელიგიის თავისუფლების პრინცპი უაღრესად მნიშვნელოვანია

აშშ-ის ელჩის მრჩეველი: ამერიკისთვის რელიგიის თავისუფლების პრინცპი უაღრესად მნიშვნელოვანია

ჩვენ ვართ აქ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ყველა რელიგიისადმი, -ასეთი კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბენჯამინ რაინეკერმა , რომელიც დღეს სოფელ სამთაწყაროში იმყოფებოდა. 

როგორც ბენჯამინ რაინეკერმა აღნიშნა, ამერიკისთვის რელიგიის თავისუფლების პრინცპი უაღრესად მნიშვნელოვანია.

"მე წარმოვადგენ ამერიკის საელჩოს. ჩვენ ვართ აქ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ყველა რელიგიისადმი. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის რელიგიის თავისუფლების პრინციპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პრინციპი", _ აღნიშნა ბენჯამინ რაინეკერმა.

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში იმყოფებდნენ, სადაც პარასკევის ლოცვის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.