დეპუტატები მაია ფანჯიკიძეს მოუსმენენ

დეპუტატები მაია ფანჯიკიძეს მოუსმენენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი პარლამენტში საქართველოს საგარეო მინისტრს მაია ფანჯიკიძეს დაიბარებს. როგორც კომეტეტის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა , საგარეო კომიტეტი უკვე ასრულებს მუშაობას და აუცილებელია საგარეო უწყებას მოუსმინოს. 

კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი შეეხება მიმდინარე საკითხებს და ასევე პერსპექტივებს. მისივე თქმით, მაია ფანჯიკიძესთან საუბარი ასევე შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს და რუსეთთან ურთიერთობებს.

გარდა ამისა, თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო კომიტეტის ურთიერთობა უფრო ეფექტური უნდა გახდეს. რაც შეეხება მაია ფანჯიკიძის პარლამენტში მისვლის კონკრეტულ თარიღს, მასზე დეპუტატები უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდებიან.