იმერეთის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდა

იმერეთის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდა

იმერეთის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში უფასო გამოკვლევები ჩატარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჩემი ოჯახის კლინიკიდან" აცნობეს, იმერეთის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა სახის უფასო გამოკვლევა სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს ჩაუტარდათ. 

ბავშვებს კონსულტაცია და საჭირო სამედიცინო გამოკვლევები საავადმყოფოს პედიატრებმა ჩაუტარეს.

აღნიშნული ღონისძიება იმერეთის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს.
ანალოგიური აქცია 10 ივლისს, ქუთაისის "ბავშვთა სოფელში" ჩატარდება.