სამთაწყაროში ლოცვის პროცესს ომბუდსმენი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები აკვირდებიან

სამთაწყაროში ლოცვის პროცესს ომბუდსმენი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები აკვირდებიან

სამთაწყაროში პარასკევის ტრადიციული ლოცვა მიმდინარეობს. ლოცვას ესწრებიან სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე , ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე და მუსულმანური მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი. 

ცოტა ხნის წინ სოფელ სამთაწყაროში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მივიდა. სამთაწყაროში ასევე იმყოფებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც მოლაპარაკება გამართეს, როგორც სოფლის გამგებელთან, გულო ნადირაშვილთან, ასევე სოფლის მუფთან სულიკო ხოზრევანიძესთან.

პარასკევის ლოცვას არ ესწრებიან სამთაწყაროს მუფთი სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახის წევრები. როგორც მათ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, გასული კვირის პარასკევის ლოცვის შემდეგ, დაახლოებით 200-მდე თანასოფლელი მივიდა და დაემუქრა, ან სოფლიდან წასულიყვენ ან პარასკევობით სამლოცველო სახლში არ მისულიყვნენ.

ასევე დღევანდელ ლოცვაზე არ იმყოფება არც ერთი სამთაწყაროელი მუსლიმი.

დღევანდელი ლოცვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ განაცხადა, გასულ კვირას, დაპირისპირებას და ხოზრევანიძეების ოჯახზე მუქარას ჰქონდა ადგილი.

სამთაწყაროში დაპირისპირება 3 თვეზე მეტი ხანია რაც დაიწყო.