თეა წულუკიანი ბლოგერი გახდა

თეა წულუკიანი ბლოგერი გახდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბლოგერი გახდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანის ბლოგზე დღეს პირველი ჩანაწერი გაჩნდა , სადაც მინისტრი საქართველოს მოსახლეობას შრომის ახალი კოდექსის მიღებას ულოცავს, თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ახალი კოდექსის შესახებ და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეისთვის ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებასთან პირდაპირი და გულწრფელი ურთიერთობისათვის. თეა წულუკიანის სურვილია, ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოვლენასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ამ ფორმითაც გაანდოს საზოგადოებას.

"გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის გაკეთებას. თუმცა, არის თემები, რომელთა შესახებაც მინდა, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულებები და მოსაზრებები გავუზიარო. მგონია, რომ ბლოგი ამის საშუალებას მომცემს", − აღნიშნავს თეა წულუკიანი, რომელიც საქართველოში პირველი ბლოგერი მინისტრია.

იუსტიციის მინისტრის ბლოგი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://theatsulukiani.wordpress.com/.