პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იქნება.
"ვახტანგ ხმალაძეს ვერ დაგითმობთ ვერსად, პარლამენტში მჭირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნაზე მსჯელობა მიმდინარე თვეში დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კომისია მინიმუმ 1 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.