მთავარი პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2012 წელს წინასაარჩევნოდ უკანონოდ მიღებული შემოწირულობების საკითხს სწავლობს.
ამის შესახებ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა.
"ამ ეტაპზე მასალები უკვე შემოსულია. გარდა იმისა, რომ შესწავლა მიმდინარეობს, მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერჯერობით არ ვიცით, გამოძიება დაიწყება თუ არა", - განაცხადა პაიჭაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკანონო შემოწირულობის მხარის 5 240 880 ლარი მიიღო.