ექსპერტ-კრიმინალისტი

ექსპერტ-კრიმინალისტი "ქართული ფოლადის" ოფისის აფეთქების დეტალებსა და მიზეზებს განმარტავს

დღეს ექსპერტ-კრიმინალისტი ზოჰარ გალპასი კომპანია "ქართული ფოლადის" ოფისის აფეთქების დეტალებსა და მიზეზებს განმარტავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავს.

ექსპერტი 24 ივნისს ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას კვალიფიკაციას მიანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "ქართული ფოლადის" ოფისში აფეთქება მოხდა. რის შედეგადაც "ქართული ფოლადის" თანამშრომლები ზაზა ნინიძე და ალეკო მაისურაძე დაიღუპნენ.

2013 წლის 25 ივნისს ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის მოწვევით ისრაელიდან კრიმინალური ექსპერტ-კრიმინალისტები ჩამოვიდნენ, რომლებიც მომხდარის გამოძიებაში ჩაერთვნენ.