ძლიერი წვიმის გამო, თბილისში 50-მდე სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა

ძლიერი წვიმის გამო, თბილისში 50-მდე სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა

გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო, თბილისში 50-მდე სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან აცნობეს , გამოძახების უმეტესობა სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ითვალისწინებდა. სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები მოქალაქეების დასახმარებლად ღამის 3-4 საათამდე მუშაობდნენ.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ძლიერ წვიმას ძველი შენობების ნგრევა არ გამოუწვევია. შესაბამისად, არავინ დაზარალებულა.