ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლი მამა ნიკოლოზის ტაძარში დაბრუნებას ითხოვს

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლი მამა ნიკოლოზის ტაძარში დაბრუნებას ითხოვს

ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მრევლი მამა ნიკოლოზის ტაძარში დაბრუნებას ითხოვს. არსებული ინფორმაციით, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის გადაწყვეტილებით, მამა ნიკოლოზი დედოფლისწყაროდან სამთაწყაროს სამლოცველო სახლში გადაიყვანეს. მრევლმა ამის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ეკლესიაში სალოცავად მივიდა.

მრევლი პროტესტის ნიშნად ლოცვას არ დაესწრო. მრევლი პატრიარქს სთხოვს, რომ მამა ნიკოლოზის დედოფლისწყაროს ეკლესიაში დააბრუნოს, რისთვისაც ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.
მომხდართან დაკავშირებით მეუფე კომენტარს არ აკეთებს. ეპარქიაში მოლაპარაკების შემდეგ მამა ნიკოლოზმა, მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც, მორწმუნეები დაიშალნენ.