სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, პატრიარქის კურთხევით, კაფე ''ლაღიძის წყალი'' ფუნქციონირებს.
კაფეს ორი თვის წინ დაფუძნებული კომპანია შპს "წყალი" ამუშავებს და მის გახსნას ილია მეორე პირადად დაესწრო. შპს "წყალში" 60%-იან წილს მიტროფანე ლაღიძის შვილიშვილი ვახტანგ ლაღიძე ფლობს
კვების ობიექტი ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს. რესტორანი მომხმარებლებს სამარხვო კერძებსაც სთავაზობს და მას როგორც საქართველოში მაცხოვრებლები, ისე ტურისტებიც სტუმრობენ.
"ნეტგაზეთის" შეკითხვაზე - რა პირობით აქვს აღებული კაფეს სამების ტაძრის ეზოში ფართი, არ უპასუხეს "ლაღიძის წყალში". "ნეტგაზეთის" სატელეფონო ზარებს არც საპატრიარქოში უპასუხეს.
კაფეს ადმინისტრატორმა მირანდა იოსელიანმა "ნეტგაზეთთან" საუბარში აღნიშნა, რომ შემოსავლის ნაწილი საპატრიარქოში ირიცხება.