სახალხო დამცველი სამთაწყაროში მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის მსვლელობას დააკვირდება

სახალხო დამცველი სამთაწყაროში მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის მსვლელობას დააკვირდება

დედოფლიწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, დღეს მუსლიმთა პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარება იგეგმება. სამთაწყაროში ჩავა საქართველოს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ადგილზე დააკვირდებიან ლოცვის მსვლელობას.

სამთაწყაროში ადგილობრივ მოსახლეობასა და მუსლიმებს შორის კონფლიქტი ორი თვის წინ დაიწყო, სამთაწყაროელები სოფელში მუსლიმთა სამლოცველოს გახსნას აპროტესტებენ.