სიღნაღში 50 წლის მამაკაცი 10 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სიღნაღში 50 წლის მამაკაცი 10 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, 50 წლის მამაკაცმა, 10 წლის გოგონა გააუპატიურა. სიღნაღის რაიონის პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მოძალადე პირი უკვე დაკავებულია.

გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.

გოგონას ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს