პროკურატურას ბორჯომის პოლიციის მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენის გასაჩივრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

პროკურატურას ბორჯომის პოლიციის მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენის გასაჩივრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

პროკურატურას ბორჯომის პოლიციის მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენის გასაჩივრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონაძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ. მათ ბრალი ედებოდათ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში. ბრალდების არსი მდგომარეობდა შემდეგში: 2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის უფროსმა მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანა. იქ მიყვანის შემდეგ ხვედელიანის ბრძანებით დაკავებულებს მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში, სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყუოფა. მათ შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ მამუკა ხევედელიანი და პოლიციელები: სერგო სამსონაძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე. ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათი როგორც საჯდომზე, ისე სახეზე. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონაძე. ვინაიდან ცემის გამო დაზარალებულს მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გადაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ის სახეს იბანდა. ცემისას დაზარალებულს ბლიაძემ ანთებული სიგარეტი დაადო ყურზე და დაწვა. ამის შემდეგ ნაცემი დაზარებული პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანა მაგიდასთან და გადახარა, რის შემდეგაც გიორგი ბლიაძემ მას სკამის ფეხი უკანატანში შეუყვანა. გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს და მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ თუ ჭკუით არ მოიქცეოდა, სურათებს გამოუქვეყნებდა. მეორე ეპიზოდი, რომელშიც ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი იმხილებოდა 2011 წლის 27 მაისს მოხდა, როცა ახალდაბაში არსებულ რესტორანში პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი 2011 წლის 26 მაისს თბილისში ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო უკანონოდ დააკავეს. ისინი ბორჯომის პოლიციის შენობაში წაიყვანეს, თიქოსდა მათ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს. აღნიშნულ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთ მათგანს კი ჩაუმტვრიეს ნეკნი. ზემოაღნიშნული ქმედების გამო ბრალდებულებს - მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონაძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი დაედოთ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური, პატივის და ღირსების შემლახავი მოპყრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება. აღნიშნული ბრალეულობები მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება. საქმის განხილვა რამდენიმე თვე გრძელდებოდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება, რაც მოსამართლის სიტყვებით ყველასთვის კარგი იქნებოდა. რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ ჩადენილ დანაშაულების ფონზე საპროცესო გარიგება არაადექვატური სასჯელი იქნებოდა. გუშინ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონაძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. პროკურატურას ჯერ დასაბუთებული განაჩენი არ მიუღია და მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხიც", - განაცხადა პაიჭაძემ.