დღეიდან შრომის ახალი კოდექსი ამოქმედდა

დღეიდან შრომის ახალი კოდექსი ამოქმედდა

დღეიდან შრომის ახალი კოდექსი ამოქმედდა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, 8-თვიანი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მუშაობის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ შრომის ახალი კანონმდებლობა მიიღო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების კულტურის დამკვიდრებას საქართველოში და თითოეული დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესს დაიცავს.

"ვერავინ ვეღარ დაითხოვს სამსახურიდან დასაქმებულს ყოველგვარი მოტივაციის, ახსნა-განმარტების გარეშე; ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე ვერავინ ვერავის ამუშავებს იმაზე მეტს, ვიდრე ამას ნორმირებული სამუშაო კვირა ითვალისწინებს. არის ახალი რეგულირებები ვადიან და უვადო შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბარამიძემ.