ვინ ააშენებს სუფსის ნავსადგურს, უცნობია

ვინ ააშენებს სუფსის ნავსადგურს, უცნობია

არის თუ არა ეს პორტი სომხების ან აზერბაიჯანელების, არავინ იცის. რაც ყულევი აზერბაიჯანელების პორტად იქცა, სომხებმა უკმაყოფილება არაოფიციალურ დონეზე გამოხატეს. მათ აგრეთვე სურთ შავ ზღვაზე პორტის ქონა. რატომ არ შეიძლება აზერბაიჯანელებმა, სომხებმა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებმა ქართული პორტები გამოიყენონ გაუგებარია...

ასევე უცნობია ისევ აპირებენ თუ არა აზერბაიჯანელები ფოთთან ნავთობგადამამუშავებელი დიდი კომპლექსის მშენებლობას.

ამასობაში სუფსის ნავსადგურის მშენებლობა შემოდგომაზე იწყება. როგორც პორტის მენეჯმენტში განაცხადეს პროცესი ახალ მთავრობასთან შეთანხმებულია და მისი განხორციელება შეუფერხებლად მოხდება.

მშენებლობის ერთ–ერთი მენეჯერის, შალვა წაქაძის თქმით, საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და სამშენებლო პროცესი რამდენიმე თვეში დაიწყება. წაქაძის თქმითვე, ცვლილებები არ არის პორტის მასშტაბებში, ნავსადგურს 6 ნავმისადგომი ექნება და სუფსის პორტს საქართველოს ნომერ პირველი პორტის წოდებაზეც ექნება პრეტენზია. საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ბათუმისა და ფოთის პორტები, რომელთაც `ეიპიემ ტერმინალსი~ მართავს.

ანაკლიაში კიდევ ერთი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.ასევე უცნობია, ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს ან ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები.