საგარეო უწყება ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საგარეო უწყება ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებდა თვალს ბოლო დღეებში ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში გულწრფელად თანავუგრძნობთ დემონსტრაციების დროს დაღუპულთა ოჯახებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეგვიპტის დროებითი მთავრობა ქვეყნის მოსახლეობის სასიკეთოდ შეძლებს დროულად მოაგვაროს შექმნილი კრიზისი, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და შეუფერხებლად წარმართოს დემოკრატიული პროცესები. საქართველო ყოველთვის იდგა და იდგება ეგვიპტელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ არჩევანს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.