მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით მძღოლებს მკაცრი მითითება მიეცათ

მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით მძღოლებს მკაცრი მითითება მიეცათ

მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით, მძღოლებს მკაცრი მითითება მიეცათ, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებაში.

"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" გაცნობებთ, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით კომპანიამ ყველა მიკროავტობუსში საკუთარი ხარჯებით კეთილმოაწყო კონდიცირების სისტემა. 

მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით კომპანიისგან მძღოლებს მიეცათ მკაცრი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერი გამორთულია, მგზავრს აქვს სრული უფლება მოითხოვოს კონდიცირების სისტემის ამოქმედება. იმ შემთხვევაში თუ, მგზავრის მოთხოვნა არ შესრულდება, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მომხმარებელს მოუწოდებს დაგვიკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზზე 2 200 340 და მოგვაწოდონ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ზრუნავს მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, კომპანია მოახდენს სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას მგზავრთა გადაყვანის ნორმების დამრღვევი მძღოლის მიმართ. მძღოლს მიეცემა გაფრთხილება, ფაქტის ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში დაეკისრება ადმინისტრაციული სანქცია, კერძოდ ხაზიდან მოხსნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ხოლო დარღვევის მესამედ დაფიქსირებისას მძღოლს "თბილისის მიკროავტობუსის" კომპანიასთან შეუწყდება ხელშეკრულება", - ნათქვამია განცხადებაში.