ფინანსთა სამინისტროში სათათბირო საბჭოს სხდომა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროში სათათბირო საბჭოს სხდომა გაიმართა

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. 

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ფინანსთა სამინისტროში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა საბჭოს წევრებს დაავალა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადებაზე და ამ პროცესში ჩაერთოს ყველა სამინისტრო, რათა ფინანსთა სამინისტროში დროულად წარმოადგინონ მომავალი წლისთვის დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მათი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია.