დავით ონოფრიშვილის, ლაშა თორდიას, ანია გენშისა და ჰორსთ რაიმონდ ვულეს მონაწილეობით, საქმიანი შეხვედრა გაიმართა

დავით ონოფრიშვილის, ლაშა თორდიას, ანია გენშისა და ჰორსთ რაიმონდ ვულეს მონაწილეობით, საქმიანი შეხვედრა გაიმართა

დღეს 4 ივლისს ქ.თბილისში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა გაიმართა საქმიანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დავით ონოფრიშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელის ანია გენშისა და გერმანიის ფედერალური აუდიტის სამსახურის ექსპერტის ჰორსთ რაიმონდ ვულეს მონაწილეობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ეფექტიანობის აუდიტის კონცეფცია და მისი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დანერგვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა წარმოამდგენლებიც.