ანაკლიაში ინდოელი ინვესტორები კოტეჯებს წყალში ააშენებენ

ანაკლიაში ინდოელი ინვესტორები კოტეჯებს წყალში ააშენებენ

ინდოელმა ბიზნესმენებმა ანაკლიაში დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა, კომპანია ,,ნექსთლი“ აღნიშნულ პროექტში მხოლოდ პირველ ეტაპზე 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, პროექტის საბოლოო ღირებულება კი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.

ბოჭორიშვილის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები კომპანია ,,ნექსთლის“ უკვე დაწყებული აქვს და ის 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მშენებლობა 3 ფაზისგან იქნება შემდგარი და პირველ ეტაპზე 54–ნომრიანი სასტუმრო აშენდება, მეორე ეტაპზე კი, კომპანიას 80 კოტეჯის აშენდება აქვს დაგეგმილი.

,,პროექტის ფარგლებში კოტეჯები წყალშიც ჩაიდგმება, რასაც რესტორნები, კაზინო, საცურაო აუზები და სხვა გასართობი ადგილები დაემატება,“ – აცხადებს ბოჭორიშვილი

მისივე თქმით, ეს იქნება პირველი ,,რეზორტი,“ რომლის მსგავსი საქართველოში არ აშენებულა.