ბორჯომიდან აქცია ახალციხის სასამართლოსთან გადმოინაცვლებს

ბორჯომიდან აქცია ახალციხის სასამართლოსთან გადმოინაცვლებს

პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლების გამო ბორჯომში გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა.

ქალაქის ცენტრში შეკრებილი აქციის მონაწილეები დაიშალნენ. ისინი აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. მორიგი აქცია ხვალ, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართება.

შეგახსენებთ, დღეს, 4 ივლისს, ბორჯომში ადგილობრივები და "ქართული ოცნების" აქტივისტები ყოფილი პოლიციის უფროსის, მამაკაცის გაუპატირებაში ბრალდებული მამაუკა ხვედელიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათ თბილისისა და ბაკურიანისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

 ასევე შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და ბორჯომის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი და მისი თანამშრომლები: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე,ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. აქციის მონაწილეები მამუკა ხვედელიანისა და მისი თანამშრომლების ციხეში დაბრუნებას ითხოვენ.