ვახტანგ ლეჟავა წლის ბოლოს ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარის გარღვევას პროგნოზირებს

ვახტანგ ლეჟავა წლის ბოლოს ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარის გარღვევას პროგნოზირებს

საქართველოს ბიუჯეტს წლის ბოლოს ნახევარი მილიარდის ლარის დანაკლისი ექნება – ამ განცხადებას პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ვახტანგ ლეჟავა აკეთებს.

როგორც ექსპერტმა დღეს, „კომერსანტის“ Business-Club-ში სტუმრობისას განაცხადა, ხელისუფლება, რომელიც 6 %–იან ეკონომიკურ ზრდას აანონსებდა, მგავს შედეგზე ვერ გადის და წლის ბოლოს ბიუჯეტში ნახავარი მილიარდი ლარის გარღვევას მივიღებთ.

,,მაისის 0%–იანმა ზრდამ პოლიტიკური დისკუსიის სახე მიიღო, ჩემი ამოცანა არაა პოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვა, თუმცა მეორეს მხრივ მგონია, რომ პოლიტიკური დისკუსია ამ პრობლემას ამძაფრებს და გამოსავლის პოვნას ხელს უშლის, თან იმ დროს, როდესაც, გამოსავალი არა პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ სიბრტყეშია,“ – აცხადებს ლეჟავა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას რამდენიმე გამოსავალი აქვს, მათ შორის დეფიციტის გაზრდა და შემდეგ ამ დეფიციტის ვალებით დაფარვა, რომელიც ხელისუფლებამ ან შიდა ბაზარზე უნდა მოიძიოს, ან საგარეო ვალით ისარგებლოს.

მეორეს მხრივ, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი გამოსავალს ხარჯების შემცირებასა და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროგრამებზე უარის თქმაში ხედავს.

„რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, რომ მთავრობა აიღოს ვალი,“ – აცხადებს ლეჟავა.