გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს, სავარაუდოდ, დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს

გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს, სავარაუდოდ, დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს, სავარაუდოდ, დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგანელიძემ განაცხადა, დღეს ის შტაბის შექმნის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელია. მისივე თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება შტაბის შემადგენლობისა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. 

დავით საგანელიძის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება შტაბის მთლიანი შემადგენლობა, ასევე შტაბის სტრუქტურა, მისი მიზნები და ამოცანები. მისივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე შტაბის ხელმძღვანელის წარდგენაც მოხდება.