"მთავრობის ძირითადი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა"

საკრებულოს დეპუტატის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მთავრობის ძირითადი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა.

ამის შესახებ ახვლედიანმა დეპუტატ დავით წერეთლის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენი ოპონენტები საწუხაროდ, ყველანაირი ფორმით და ყველანარი მეთოდით ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობა" გაანადგურონ. არა მხოლოდ მთავრობა, არამედ ძალოვანი სტრუქტურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია, პროკურატურა და ყველა ჩართულია ამ ერთ საქმეში. ამ საქმის მიზანი ერთია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორმე განადგურდეს", - განაცხადა ახვლედიანმა.