თბილისის საკრებულოში დღეს ახალი უმრავლესობის შექმნაზე იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოში დღეს ახალი უმრავლესობის შექმნაზე იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა გაიმართება, სადაც ახალი უმრავლესობის შექმნაზე კონსულტაციები დაიწყება. აღნიშნულის შესახებ დღეს საკრებულოში ინტერფრაქციულ ჯგუფში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეები იმსჯელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიმ განუცხადა, ინტერფრაქციულ ჯგუფში შემავალი ხუთივე ფრაქციის თავმჯდომარე შეიკრიბება, განიხილავენ საკრებულოში შექმნილ ვითარებას და საერთო სტრატეგიაზე ჩამოყალიბდებიან. ასევე, საკრებულოს ახალი უმრავლესობის შესაქმნელად ინტერფრაქციულ ჯგუფში კონსულტაციები იწყება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" ამჟამად 22 წევრი რჩება, ოპოზიციაში და დამოუკიდებელ დეპუტატად კი სულ 25 წევრი.