სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებს

სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებს "შპარგალკები" ჩამოართვეს

სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებს "შპარგალკები" ჩამოართვეს.

როგორც "პირWელს" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, იგი გამოცდების მიმდინარეობის პროცესს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენრტრში გაეცნო, სადაც რეგისტრატორების, დამკვირვებლების, ჟურნალისტების თვალწინ პედაგოგებს "შპარგალკები" ჩამოართვეს.

"ეს ძალიან ცუდი ფაქტია. რა ვთქვა არ ვიცი. სავარაუდოდ, მსგავსი შემთხვევები სხვა საგამოცდო ცენტრებშიც დაფიქსირდებოდა. პედაგოგს მსგავსი საშუალების გამოყენება არ უნდა დასჭირდეს", - განაცხადა მიმინოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობისთვის 26 000-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა.