მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების 27 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების 27 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების 27 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"1. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2013 წლის 27 ოქტომბერს.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ‘’საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 ივლისის 01/07/11 განკარგულება", - აღნიშნულია ქვეყნის პირველის პირის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პრეზიდენტმა არჩევნები 27 ოქტომბერს დანიშნა, თუმცა იმავე დღეს თარიღი შეიცვალა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად 31 ოქტომბერი გამოცხადდა. გამომდინარე იქიდან, რომ 31 ოქტომბერი ხუთშბათ დღეს იყო, ქვეყნის პირველმა პირმა გადაწყვეტილება კვლავ შეცვალა და არჩევნები კვლავ 27 ოქტომბერს დაინიშნა.