ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე დღეს ბაჩო ახალაია დაიკითხება

ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე დღეს ბაჩო ახალაია დაიკითხება

ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული პირების პროცესზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულები, მათ შორის ბაჩო ახალაია დაიკითხებიან. 

ამის შესახებ ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარის ორი მოწმის დაკითხვა დასრულდება, რის შემდეგაც, დღესვე დაიწყება ბრალდებულების დაკითხვა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებები შეთითხნილია და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური დაკვეთაა. ე.წ. სამხედროების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბაჩო ახალაიას ბოლო რამდენიმე პროცესის განმავლობაში სასამართლოსთვის პროტესტი ჰქონდა გამოცხადებული და იგი პროცესებს არ ესწრებოდა, თუმცა როგორც ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, დღეს ბაჩო ახალაია მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს.

ბაჩო ახალაიასთან ერთად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულები არიან გიგი კალანდაძე, ზურაბ შამათავა, მერაბ კიკაბიძე და კიდევ ოთხი პირი.