გლობალური ინოვაციის ინდექსით საქართველო 73-ე ადგილზეა

გლობალური ინოვაციის ინდექსით საქართველო 73-ე ადგილზეა

2013 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსით საქართველომ 73-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით პოზიცია ორი საფეხურით გაიუარესა. მონაცემებით, რომელსაც კორნელის უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა INSEAD და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებენ, საქართველო რეგიონში მეორეა, ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 59-ე ადგილზეა, თუმცა უსწრებს 105-ე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანს. 

გლობალური ინოვაციის ინდექსი შვიდ კომპონენტს მოიცავს – ინსტიტუციები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარება, ბიზნესის განვითარება, ცოდნა და ტექნოლოგიები, შემოქმედებითი შედეგები.

2013 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსში, წინა წლის მსგავსად, პირველი ადგილი შეინარჩუნა შვეიცარიამ, მეორე ადგილზეა შევედეთი, მესამეზე – დიდი ბრიტანეთი, მეოთხეზე – ნიდერლანდები, მეხუთეზე კი - აშშ.

ინდექსში მსოფლიოს 142 ქვეყანა მოხვდა.