"პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი იმიტომ შეცვალა, რომ შეეშინდა"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების თარიღი იმიტომ შეცვალა, რომ შეეშინდა.

ასე გამოეხმაურა საგანელიძე პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დანიშნვნას და შემდეგ ორჯერ შეცვლას.

"ეს ადამიანი მიდის იმაზე, რომ დააარღვია კანონი, როცა არჩევნები დანიშნა 31 ოქტომბერს, მეორე, არაფრად ჩააგდო საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და თავის სამდღიან თუ ოთხდღიან პრეზიდენტობას ანაცვალა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა რომ გადმოიტანა თარიღი, კიდევ დამატებით ის ხასიათი გამოჩნდა, რომ ელემენტარულად შეეშინდა, ის ხომ საერთოდ მშიშარა კაცია. შეეშინდა იმიტომ, რომ ეს მაინც უნდა გაეკეთებინა. კანონი აიძულებდა ამას და იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა", - განაცხადა საგანელიძემ.