ევროკავშირი ეგვიპტეს

ევროკავშირი ეგვიპტეს "დემოკრატიულ რელსებზე" დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ეგვიპტეს "დემოკრატიულ რელსებზე" დროულად დაბრუნებისკენ მოუწოდებს. "ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, განცხადება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა გაავრცელა.

"მოვუწოდებ მხარებს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს, თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და კონსტიტუციის მიღების ჩათვლით. პროცესი სრულად ინკლუზიურად უნდა წარიმართოს, რათა ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, განაახლოს და დაასრულოს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა", - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.

აშშ-მა კი ეგვიპტიდან დიპლომატიური პერსონალი და მათი ოჯახის წევრები უკვე გაიწვია.