თბილისში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს

თბილისში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 22 წლის თ. ხ., რომელსაც ტყვია თვალის არეში მოხვდა.
რამდენიმე მეზობელი იხსენებს, გასროლამდე უბნის ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა.

მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.