ეგვიპტის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი დააპატიმრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხიშამ კანდილს სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
კანდილი, რომელმაც ნავთობისა და ფინანსთა მინისტრთან ერთად თანამდებობა გუშინ დატოვა, ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ტექსტილის კომპანიის რენაციონალიზაციის შესახებ.
პრემიერის გადადგომამდე თანამდებობები დატოვეს ეგვიპტის საგარეო საქმეთა, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, სასმელი წყლისა და სანიტარიის, იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.