ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი თანამდებობიდან გადააყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი ეგვიპტის არმიამ მას შემდეგ გადადგა, რაც მურსიმ ნებაყოფლობით გადადგომაზე უარი განაცხადა. ქვეყნის დროებით მეთაურად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაინიშნა. ეგვიპტის კონსტიტუციის მოქმედება კი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
პრეზიდენტ მუჰამედ მურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ეგვიპტეში 30 ივნისს დაიწყო. პროტესტი მალე მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. მოსახლეობა მურსის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილოა. ოპოზიცია კი პრეზიდენტს და "მუსულმანთა საძმოს" ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებს.