ეგვიპტის პოლიციამ ისლამისტური მოძრაობა "მუსულმანთა საძმოს" ლიდერი მუჰამედ ბადია დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობებით, ბადია დღეს დილით ქალაქ ალექსანდრიიდან 250 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ სოფელში დააკავეს და ქაიროში გადაიყვანეს. ეგვიპტური ტელეარხების ინფორმაციით, ბადია ლიბიაში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა საზღვარზე აიყვანეს.
ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის და ხელისუფლებაში მყოფ ისლამისტური წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის მუჰამედ ბადიას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. მუჰამედ მურსი და მისი მრჩევლები ეჭვმიტანილი არიან 2011 წელს ციხიდან ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენელთა გაქცევის ორგანიზებაში. აღნიშნული სანქციაც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.