პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული და წინა ხელიუფლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ვახტან მაისაია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ექსპერტის ინფორმაციით სააკაშვილი, საუდის არაბეთში ვიზიტებისას აშშ-ს მიერ შავ სიაში შეყვანილ საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს ხშირად ხვდებოდა. მაისაია აცხადებს რომ ადნახა ჟოგი იარაღით მოვაჭრეა.„სააკაშვილის ვიზიტები საუდის არაბეთში, მისი საეჭვო ურთიერთობები ადნახა ჟოგისთან.
ეს პიროვნება თავის დროზე იყო საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი. ადნახა ჟოგი, ასევე, არის იარღით საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი მოვაჭრე რომელიც აქტიურად მოქმედებდა ლიბანში და კავკასიის მიმართულებით, ცენტრალურ აზიაშიც. ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება უკანონო იარაღის მოძრაობასთან გვქონდეს საქმე. დავით კეზერაშვილის კავშირები თუ გაიშიფრება, ამოვარდება იარაღი სად და როგორ მიდიოდა. მით უმეტეს, დუბაიში ფიქსირდება ვიქტორ ბუტის კომპანიაც, რომელიც ახორციელებდა აზიის ევროპის მიმართულებით იარაღის გადაადგილებას. ამ სამი მომენტის, ასევე ფოთის პორტის პრივატიზაციის გეგმების უკან, რომელსაც არაბულ კომპანიასთან მივყავართ, შეიძლება იდგეს ადნახა ჟოგი. ის უძლიერესი ფიგურაა და ბუნებრივია, მოქმედებს ჩრდილში. ის თავის დროზე „ირან კონტრასის“ მაქინაციებში ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ იყო შეტანილი შავს სიაში და მას ამერიკაში ახლაც არ შეესვლება. ამის გადამოწმებები თუ მოხდება, ბევრი რამ გამოჩნდება.“- აცხადებს მაისაია ალიასთან საუბარში