რას აცხადებენ მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრლადებულები, რომლებიც დღეს უდანაშაულოდ სცნეს და მოითხოვენ თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურებას.ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში მამუკა ხვედელიანი და მის საქმეში ოთხივე ბრალდებული: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე, რომელთაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ სცნესსასამართლომ არც ის მტკიცებულება გაიზიარა, რომელიც ვიდეო ჩანაწერის სახით იყო წარმოდგენილი.
„ამოცნობის ოქმში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი არ შეესაბამებოდა წერილობით მტკიცებულებაში მითითებულ მნიშვნელოვან ელემენტებს. ამიტომ სასამართლომ დაუშვებლად სცნო ეს მტკიცებულებაც“, - განაცხადა ჯეირანაშვილმა.სასამართლო დარბაზიდან გამოსული უკვე ყოფილი ბრალდებულები პრესასთან განცხადებებს არ აკეთებდნენ.შეგახსენებთ, რომ მამუკა ხვედელიანს, ალექსანდრე ბლიაძეს, სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდათ ბრალი. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაზარალებულად ცნობილი აცხადებდა, იგი სკამის ფეხით 2009 წლის პირველი იანვრის ღამეს გააუპატიურეს და ფოტოები გადაუღეს.„ხვედელიანმა ფოტოები დაათვალიერა და მითხრა, თუ არ ვიტყოდი რა მოხდა, მაშინ ამ ფოტოებს ბაკურიანში გამოაკრავდა“, - ამბობს დაზარალებული ვ.გ. ვ.გ. ფიქრობდა, რომ ასეთი დანაშაული არავის შერჩებოდა: „ყურზე სიგარეტი ჩამაქრეს, სახეში მირტყამდნენ. მომხდარი რომ მართალი არ იყოს, გაუპატიურებას არავინ დაიბრალებდა“.