საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, კვირა დღეს გაიმართება, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდორ ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბარნოვისა 12 არასამთავრობო ორგანიიზაციის წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა არგუმენტები დაასახელეს იმისა, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო არჩევნების დღე.
როგორც ანდრო ბარნოვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ის შეხვედრის შემდეგ ესაუბრა პრეზიდენტს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არჩევნების ჩატარების დღე შიეცვლება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაფორმება მოხდება დღეს ან ხვალ