ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობა მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მისი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
"მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ ყველა ჩვენი გამოკითხვა დღეს აჩვენებს, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან გარედან ძალიან კარგად ჩანს, საით მიდის ქვეყანა. ხშირად უკეთესად ჩანს, ვიდრე შიგნიდან. ყველაფერი გვერდიდან უფრო ჩქარა, უკეთესად გამოჩნდება ხოლმე. ის, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ დაინახავს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა, ეს უკვე ძალიან კარგად ჩანს უცხოეთიდან. ეს პრობლემა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს "ნაციონალურ მოძრაობას", ნამდვილად არ დგას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.