ამერიკა თქვენთან არის, - ამ სიტყვებით, ქართულად მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოში გამართული ღონისძიების მონაწილეებს.
"ჩემი გზავნილი დღეს მარტივია - ამერიკა თქვენთან არის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა, რომელმაც თავის საკუთარ გამოსვლებში ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ელჩმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები არიან დღეს მათთან ერთად და ზეიმობენ ამერიკის შეერთებული შტატების 237-ე დამოუკიდებლობის დღეს. "როგორც აღვნიშნე, დღეს ჩემი გზავნილი არის ძალიან მარტივი, მიდის რა დემოკრატიის გზაზე საქართველო, ამერიკა თქვენთან არის", – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.