გიორგი კვირიკაშვილი:  6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ალბათ არარეალისტური იქნება

გიორგი კვირიკაშვილი: 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ალბათ არარეალისტური იქნება

ჩემი აზრით, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ალბათ არარეალისტური იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ვფიქრობთ, 4,5%-5%-ს მიღწევა კიდევ არის შესაძლებელი. ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა საჭირო, მათ შორის, უნდა შეწყდეს ის უარყოფითი პიარი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს",-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა ყოველდღიურად მუშაობს იმ ფაქტორების მოხსნაზე, "რომელიც ეკონომიკური ზრდის ნაკლებობის შემადგენელია".

"ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაიზარდოს მთავრობის ეფექტიანობა ამ მიმართულებით. ჩვენ გუშინ ეკონომიკური გუნდის შეხვედრა გვქონდა და ყველა საკითხი განვიხილეთ. ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში დავგეგმოთ ქმედითი ნაბიჯები, რათა ყველა ეს შემაფერხებელი ფაქტორი მოიხანს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

6%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.