მაია ფანჯიკიძე:  ეუთო-ს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ ძალიან დადებითი მომენტებია

მაია ფანჯიკიძე: ეუთო-ს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ ძალიან დადებითი მომენტებია

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეუთო-ს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ ძალიან დადებითი მომენტებია. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენტიტეტის მხარდაჭერა, ასევე რეზოლუციაში საუბარია დევნილების დაბრუნებაზე, ეუთო-ს მისიის აღდგენაზე საქართველოში, რაც, ფანჯიკიძის შესაფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

"ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები, ასე რომ ეს არის მთავარი ამ რეზოლუციაში. რაც შეეხება დანარჩენს, სწორედ უეთო-ს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია არის ODIHR, რომლის სადამკვირვებლო მისია არის საქართველოში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება რეზოლუციაში დაკავებების მოხვედრას, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "არასდროს არ ყოფილა, რომ საქართველოს მთავრობა ასე პრინციპულად ცდილობდეს სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში".