მაია ფანჯიკიძე:  საპრეზიდენტო არჩევნების ხუთშაბათს დანიშვნით პრობლემები გვექმნება

მაია ფანჯიკიძე: საპრეზიდენტო არჩევნების ხუთშაბათს დანიშვნით პრობლემები გვექმნება

საპრეზიდენტო არჩევნების ხუთშაბათს დანიშვნით იგივე პრობლემები გვაქვს, რაც შარშან საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა , მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, ის ვერაფერს იტყვის იმაზე, თუ რამდენად სწორად არის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები. "ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ იგივე პრობლემა გვაქვს წელსაც, რაც შარშან, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ორშაბათს დაინიშნა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ძალინ გაუჭირდათ არჩევნებში მონაწილეობა. ხუთშაბათი ასეთივე პრობლემებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის. კარგი იქნებოდა, შარშანდელის გათვალისწინებით, ეფიქრათ ამაზე. სამწუხაროდ, ამაზე არ იფიქრეს. როგორც ჩანს დღეს სხვა რამეზე ფიქრობენ",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეიცვლება და კვირას დაინიშნება, ის ამას მიესალმება.

"მე ამას მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მონდომებულები არიან აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში", _ განაცხადა მაია ჯანჯიკიძემ.