მთავრობამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო

მთავრობამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, მთავრობა მაქსიმალურად იაქტიურებს, რათა ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დადგენილ ვადებში, 30 სექტემბრამდე სრულყოფილი სახით წარედგინოს.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. კერძოდ, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 4,8 მილიონი ლარი გამოიყოფა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, 5 მილიონი ლარი აჭარაში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, 8 მილიონი ლარი კი, გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებისთვის.

"ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.