"საზღვარგარეთ მცხოვრებმა 1.5 მილიონზე მეტმა ქართველმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლოს"

დიასპორის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა 1.5 მილიონზე მეტმა ქართველმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლოს.

სურგულაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის განსაზღვრა შეაფასა.

მისი თქმით, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიმართ უპასუხისმგებლოა.

"ეს საარცხვინო გადაწყვეტილებაა. 1 ოქტომბრის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს იგნორირებას უკეთებს. მათი უმრავლესობისთვის შეუძლებელი იქნება ხუთშაბათ დღეს არჩევნებზე წასვლა, რადგან მათთვის საზღვარგარეთ 31 ოქტომბერს უქმე დღედ არავინ გამოაცხადებს", - განაცხადა სურგულაძემ.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლის სურვილიც ეკარგებათ და ამ საკითხით უკმაყოფილო ადამიანები შესაბამისი განცხადებით დიასპორის საკირთხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს უკვე მიმართავენ.