"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვანო მერაბიშვილის საკითხი ხაზგასმით იყო აღნიშნული"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ვანო მერაბიშვილის საკითხი ხაზგასმით იყო აღნიშნული. 

ამის შესახებ წერეთელმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც რეზოლუცია დაამტკიცეს.

"ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ამ სესიაზე ხაზგასმით იყო აღნიშნული, არის შიდა სიტუაცია, პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობა და ამ შემთხვევაში, ის ცნობილი პუნქტი, რომელიც მთელი დღეები განხილვის საგანიც იყო - მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ საქართველოში არ იყოს შერჩევითი სამართალი, არ იყოს პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა და დევნა, ასევე, ვანო მერაბიშვილის საკითხია აღნიშნული, როგორც პოლიტიკური ფიგურის, რომელიც დღეს წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება", - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს ყოველწლიურ, 22-ე საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეზოლუცია დაამტკიცეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.