ზურაბ ხარატიშვილი:  ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზადაა

ზურაბ ხარატიშვილი: ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზადაა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზადაა, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ ამ არჩევნების ისევე კარგად ჩასატარებლად, როგორიც იყო პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები", - აღნიშნა ხარატიშვილმა.

ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესის მონაწილეებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც საარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ხელს შეუშლის.